გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე: ის, რომ გუშინ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ დგას 22 მოსამართლე, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს

5-11-2024

თქვენ იცით, რომ „საია“ იყო არჩევნების ფარულობის დარღვევაზე მომჩივანი. ხაზი უნდა გაესვას ერთ რამეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი საჩივარი არჩევნების დღეს არ დაწერილა, არც რაიმე განცხადებები მოგვისმენია იმ დღეს, მხოლოდ არჩევნებიდან მეხუთე დღეს გაახსენდათ. სხვა ყველა საბაბს რომ პასუხი გაეცა, ბოლო რაც მოიფიქრეს იყო ეს საკითხი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.


„ამ საკითხს არ ჰყოლია ვინმე კონკრეტული მომჩივანი „საიამ“ გაასაჩივრა ზოგადად ყველა უბანზე. 23 -მა სასამართლომ განიხილა ეს საჩივარი სხვადასხვა რაიონში. 22-მა ჩათვალა, რომ არ იყო ფარულობა დარღვეული, ერთმა მოსამართლემ გუშინ ჩათვალა, რომ ფარულობა დაირღვა. ამის შემდეგ ეს 23-ვე საჩივარი, როგორც ვხვდები წავა სააპელაციო სასამართლოში და სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით.


ის, რომ გუშინ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ დგას 22 მოსამართლე და მათი გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს. ამის უკან დგას ასევე საღი აზრი. თუკი მსგავსი რამ ითვლება ფარულობის დარღვევად, მაშინ გასაუქმებელია მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები, პოლონეთის და სხვა ბევრი ქვეყნის არჩევნები. ამ ქვეყნების არჩევნებზე ვხედავთ, რომ არც კონვერტი არის გამოყენებული და ბიულეტენიც ჩვეულებრივად გამოაქვთ და აგდებენ გამჭვირვალე თუ ნახევრად გამჭვირვალე ყუთში.


რაც შეეხება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას. რადგან მისი მეუღლე ოპოზიციას ღიად უჭერს მხარს, არ მინდა ვიფიქრო, რომ ის მეუღლის გავლენის ქვეშაა. ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ ჩამოყალიბდნენ მოსწონთ თუ არა ეს სასამართლო. როდესაც მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა, მაშინ პირდაპირ გმირად გამოჰყავთ ადამიანები, როდესაც არ მოსწონთ გადაწყვეტილება, ისინი გამოჰყავთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930