22-10-2018
ნორვეგიაში 99 წლის იოაქიმ რიონებერგი გარდაიცვალა, რომელიც 1943 წელს, მძიმე წყლის განადგურების ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. მძიმე წყლის გამოყენებას გერმანელები ბირთვული იარაღის შექმნისთვის აპირებდნენ.
რიონებერგი 1919 წელს ოლესუნში დაიბადა. 1940 წელს, როდესაც ჰიტლერმა ნორვეგიის ოკუპაცია მოახდინა, ის დიდ ბრიტანეთში გაიქცა და „წინააღმდეგობის“ მონაწილე გახდა. სამხედრო მომზადების გავლის შემდეგ, ის ნორვეგიაში დაბრუნდა და ნაცისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციებში დაიწყო მონაწილეობა.
1943 წელს, ბრიტანელებმა მას კომპანია Norsk Hydro-ის აფეთქება დაავალეს, რომელიც მძიმე წყალს (ოქსი დეიტერიუმი) აწარმოებდა ნორვეგიაში. რიონებერგითავის გუნდთან ერთად პარაშუტებით დაფრინდნენ ქალაქ ვემორკში, ქარხნამდეთხილამურებით მივიდნენ, ააფეთქეს შენობა და მოასწრეს შვედეთში გაქცევა. ოპერაცია „ჰანერსაიდის“ დროს ერთი ტყვია არ გასროლილა.
დღეს ისტორიკოსები ამბობენ, რომ გერმანია მაშინ ბირთვულ იარაღს ვერ დაამზადებდა, თუმცა 1943 წელს ამის შეფასება უფრო რთული იყო.
16-11-2024
16-11-2024