22-10-2018
ფრანგმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ქურდობაში დაადანაშაულეს.
ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სააკაშვილის ინტერვიუდან:
ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინას ხშირად იხსენებს. იგი ამბობს, რომ უკრაინელები ძალიან უყვარს და რომ მომავალში უკრაინა მძლავრ ევროპულ სახელმწიფოდ გადაიქცევა.
"უკრაინის პრეზიდენტთან მებრძოლმა მიხეილმა ჟურნალისტებს ერთი ამბავიც გაანდო: იგი მუდამ თან ატარებს უკრაინის პასპორტს. ერთხელ საფრანგეთში ყოფნისას, ადგილობრივ სამართალდამცველებს პასპორტის ჩამორთმევა უნდოდათ - „მოპარული გექნებაო, მითხრეს, მაგრამ მე მათ განვუცხადე - ჩემთვის ძვირფას დოკუმენტს თქვენ მხოლოდ მაშინ მიიღებთ, თუ მომკლავთ-მეთქი“-განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი რეზიუმეს ნახვა სათაურით - „ფულს დედაჩემი მიგზავნის, ჩემ ოჯახსაც ის ეხმარება“, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.newspress.ge