გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

7-11-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM), რომელიც ტირანაში, ალბანეთში ჩატარდა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, სადაც მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ცალკე საკითხად აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და დაგმობილ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია.


მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. SEDM-ის ფარგლებში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება ყოველწლიურად.


სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს ტირანაში (ალბანეთი). იგი აერთიანებს 16 ქვეყანას: საქართველო, აშშ, იტალია, თურქეთი, ალბანეთი, რუმინეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, სლოვენია, სერბეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930