22-10-2018
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე „ევროპული საქართველოს“ შემომწირველია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, გურგენიძემ ოპოზიციურ პარტიას 15 ოქტომბერს 22 222 ლარი და 22 თეთრი ჩაურიცხა. არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მეორე ნომრად არის რეგისტრირებული.
2012 და 2016 წლებში ლადო გურგენიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო. 2012 წლის 22 ივნისს მან მაშინდელ მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი ჩაურიცხა, 2016 წლის 18 აგვისტოს, უკვე ოპოზიციურ ძალას – 940 ლარი.
ლადო გურგენიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2007 წლის 22 ნოემბრიდან 2008 წლის 1 ნოემბრამდე იკავებდა.
16-11-2024
16-11-2024