გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: თუ ევროკავშირს ქართული საზოგადოების გაძლიერება სურს, რატომ შეაჩერეს ფინანსური დახმარების პაკეტი?

7-11-2024

„დასავლეთი ქართველი ხალხის გზავნილების უგულებელყოფას განაგრძობს, საკუთარი გზავნილების გაზიარებას კი სავალდებულოს ხდის, რაც ცალსახად არაპარტნიორული დამოკიდებულებაა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რითაც ევროკომისრობის კანდიდატის მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან „უცხოური ჩარევისა“ და „ღირებულებებისა და ოჯახის შესახებ“ კანონების გაუქმებას ელის.


ექსპერტის თქმით, მარტა კოსის პასუხი ირიბი მტკიცებულებაა, რომ მათთვის მთავარი საკუთარი ინტერესებია და ქართველი ხალხის მოსაზრება, თუნდაც აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით არ აინტერესებთ.


„დასავლეთი ქართველი ხალხის გზავნილების უგულებელყოფას განაგრძობს, საკუთარი გზავნილების გაზიარებას კი სავალდებულოს ხდის, რაც ცალსახად არაპარტნიორული დამოკიდებულებაა. როგორც მარტა კოსმა განაცხადა ევროკავშირში ელოდებიან, რომ საქართველოს მთავრობა გააუქმებს „უცხოური ჩარევისა“ და „ღირებულებებისა და ოჯახის შესახებ“ კანონებს, „ამ კანონების გაუქმება იქნებოდა პირველი ნიშანი და ჩვენ ვართ მზად, მხარი დავუჭიროთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ“. მარტა კორსი ასევე განმარტავს, რომ მათ მზად აქვთ ფინანსური პაკეტი, რომელიც საქართველოში ამ ორი კანონის გაუქმების შემდეგ შემოვა, აღსანიშნავია, რომ ფინანსური პაკეტი სამოქალაქო საზოგადოების და საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებას მოხმარდება.


იბადება ლეგიტიმური და მარტივი შეკითხვა, თუ ევროკავშირს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სურს და არა საკუთარი ინტერესების გატარება/გაძლიერება რატომ შეაჩერეს ფინანსური დახმარების პაკეტი? დღევანდელი კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტების მოზიდვას არ უკრძალავს, ქალბატონი მარტას პასუხი ირიბი მტკიცებულებაა, რომ დასავლეთი საქართველოში არა სამოქალაქო საზოგადოების, არამედ საკუთარი ინტერესის გაძლიერებას ცდილობს, მათთვის მთავარი საკუთარი ინტერესებია და ქართველი ხალხის მოსაზრება, თუნდაც აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით არ აინტერესებთ,” - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930