22-10-2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის მცხოვრებს, ზურაბ კიკალიშვილს ხელში კაფსულა აუფეთქდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაუდასტურა.
კიკალიშვილი სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახურმა მარტვილის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მას ამ ეტაპზე სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
16-11-2024
16-11-2024