8-11-2024
მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა.
მმართველობის ეფექტურობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 1 სახელმწიფოს.
ეს ქვეყნებია: სლოვენია, ისლანდია, ბელგია, იტალია, კვიპროსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, მალტა, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე მმართველობის ეფექტურობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:
• მთლიანი ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ხარისხი
• დაწყებითი განათლების ხარისხი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა, გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში, ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.
« მარტი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 |