გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია პრიორიტეტი უნდა იყოს

22-10-2018

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, ეს უნდა იყოს ჩვენთვის პრიორიტეტი - მათი სრული ინტეგრაცია განათლების სისტემაში, ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის“ სარეაბილიტაციო ცენტრ „პეგასის“ მშენებლობის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძე პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად დაესწრო.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების სათანადო ინფორმირება.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ამაში უნდა იყოს ჩართული როგორც ხელისუფლება, ასევე, ეკლესია, ასევე, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი, ბავშვების მშობლები და დღეს ვნახეთ ამისი ძალიან კარგი მაგალითი. ძალიან კარგია, რომ იწყება სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა, რაც იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი  წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს ცენტრის მშენებლობაში გაწეული დახმარებისთვის მეგობრობის სიგელებიც გადაეცათ

პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

 

 

სარეაბილიტაციო ცენტრ „პეგასის“ მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და 2026 წელს დასრულდება.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930