გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: გვჯერა, რომ მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი ფინანსური სექტორი გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და ხელს შეუწყობს მდგრადობას ყველა დონეზე

11-11-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, „ბუღალტერთა სამიტი 2024 - ძლიერი ქალები ფინანსებში“ მიიღო მონაწილეობა.


სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ფინანსურ სექტორში ლიდერი ქალებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ინკლუზიური გარემოს შექმნაზე როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ რეგულაციებსა და სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რაც ქალების წახალისებისა და გაძლიერების მიზნით დაინერგა.

„ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომები მიმართულია სექტორში უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ, სადაც ნიჭი, პოტენციალი და შრომა დაფასებულია სქესის


მიუხედავად. მიზნობრივი რეგულაციების დანერგვით, პროფესიონალიზმის განვითარების მხარდაჭერითა და ინკლუზიური ხელმძღვანელობის წახალისებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ აღმოიფხვრას არსებული ბარიერები და ქალი ლიდერებისთვის გაჩნდეს უფრო მეტი შესაძლებლობები. ჩვენ გვჯერა, რომ მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი ფინანსური სექტორი არამარტო გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას, არამედ ხელს შეუწყობს ინოვაციასა და მდგრადობას ყველა დონეზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში განაგრძობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თვალყურის დევნებას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნაბიჯების გადადგმას ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად.


„ბუღალტერთა სამიტი 2024 - ძლიერი ქალები ფინანსებში“ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ბუღალტერთა კავშირის თანაორგანიზებით გაიმართა.


ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე მონაწილეობდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930