გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, პარტნიორებთან ვისაუბრებთ ჩვენს გამოცდილებაზე, ასევე, მოვისმენთ მათ გზავნილებს, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს

11-11-2024

საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.


პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში იმართება.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებამ, თავის დროზე, კონსტიტუციის დონეზე გაწერა შესაბამისი გარანტიები, რაც გარემოს დაცვის სფეროში უფლებებს შეეხება და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს გამოცდილების გაზიარება, ისე პარტნიორების გზავნილების მოსმენა, კონფერენციის ფარგლებში.


„საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ჩვენ, თავის დროზე, კონსტიტუციის დონეზე გავწერეთ შესაბამისი გარანტიები, რაც უკავშირდება ეკოლოგიას, ეკოლოგიურ უფლებებს, გარემოს დაცვის სფეროში უფლებებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს გამოცდილებაზეც გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან. მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ასევე ჩვენი პარტნიორების გზავნილები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930