გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯეფრი საქსი: 600 000 უკრაინელია დაღუპული მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონი ჩაფრინდა კიევში, რათა ეთქვა, რომ ისინი უნდა იყვნენ მამაცები - უნდა გვესმოდეს, საქმე არ არის ისე, როგორც ყოველდღიურად გვეუბნებიან

12-11-2024

ნება მომეცით ორ წუთში აგიხსნათ უკრაინის ომი. ეს არ არის პუტინის თავდასხმა უკრაინაზე ისე, როგორც ყოველდღე გვეუბნებიან. ეს დაიწყო 1990 წელს, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა, მიხეილ გორბაჩოვს უთხრა, რომ ნატო არ გადაიწევს აღმოსავლეთით ერთი ინჩითაც კი, თუ ის გერმანიის გაერთიანებაზე დათანხმდებოდა, - ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა განაცხადა.

როგორც ჯეფრი საქსმა განმარტა, აშშ-მა მიცემული პირობა დაარღვია, რაც ჯერ კიდევ 1994 წლიდან დაიწყო.


მან აღნიშნა ისიც, რომ სწორედ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გამოყენებით იბომბებოდა ერთ-ერთი ევროპული დედაქალაქი - ბელგრადი 78 დღის მანძილზე, რათა სერბეთი დაშლილიყო.


'შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მოიტყუა, დაწყებული 1994 წლიდან, როდესაც კლინტონმა ხელი მოაწერა ნატოს უკრაინამდე გაფართოების გეგმას. სწორედ ამ დროს აიღეს ძალაუფლება ე.წ. ნეოკონებმა. ნატოს გაფართოება დაიწყო 1999 წელს პოლონეთთან, უნგრეთთან და ჩეხეთთან ერთად.

შემდეგ, აშშ ხელმძღვანელობდა სერბეთის დაბომბვას 1999 წელს. ეს იყო ნატოს გამოყენება ევროპის დედაქალაქ ბელგრადის დაბომბვისთვის 78 დღის განმავლობაში ქვეყნის დაშლის მიზნით.


რუსებს ეს დიდად არ მოსწონდათ, მაგრამ პუტინმაც კი დაიწყო პროევროპულად და პროამერიკულად და ითხოვა ნატოში გაწევრიანება, როცა ჯერ კიდევ არსებობდა რაიმე სახის ურთიერთპატივისცემის იდეა.


შემდეგ მოხდა 11 სექტემბრის ტერაქტი, შემდეგ ავღანეთის მოვლენები და რუსებმა თქვეს, ჩვენ მხარს გიჭერთ, გვესმის ტერორის აღმოფხვრა. 2002 წელს შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულება“ - განაცხადა პროფესორმა საქსმა.


მისი თქმით, ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულების დატოვებამ გამოიწვია აშშ-ის მიერ ევროპაში სარაკეტო სისტემების განთავსება, რასაც რუსეთი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ განიხილავს.


ჯეფრი საქსი ასევე შეეხო უკრაინაში რეჟიმის ცვლილების ოპერაციას და მასში აშშ-ის როლს.


„ის, რაც ამან გამოიწვია, არის აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო სისტემების განთავსება, რომლებსაც რუსეთი განიხილავს, როგორც საშინელ, პირდაპირ საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მოსკოვიდან რამდენიმე წუთის დაშორებით მდებარე რაკეტების თავდასხმის შესაძლებლობით. 2004-2005 წლებში აშშ ჩაერთო რბილი რეჟიმის შეცვლის ოპერაციაში უკრაინაში, ე.წ. პირველი ფერადი რევოლუციით. მაგრამ 2009 წელს იანუკოვიჩმა მოიგო არჩევნები და ის 2010 წელს პრეზიდენტი გახდა უკრაინის ნეიტრალიტეტის საფუძველზე.


2014 წლის 22 თებერვალს აშშ აქტიურად მონაწილეობდა იანუკოვიჩის დამხობაში. ვიქტორია ნულანდსა და უკრაინაში აშშ-ის ელჩს ჯეფრი პიატს შორის, რომელიც დღემდე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანია, მართლაც საშინელი ზარი განხორციელდა და მათ რეჟიმის შეცვლაზე ისაუბრეს. ასე შექმნეს ახალი მთავრობა. შემდეგ შეერთებულმა შტატებმა თქვა, კარგი, "ახლა ნატო ნამდვილად გაფართოვდება.“ პუტინი სულ ამბობდა "შეჩერდით, დაგვპირდით, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა.“


ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, კიდევ შვიდი ქვეყანა საპირისპიროდ დაპირებისა - "არც ერთი ინჩი აღმოსავლეთით". 2021 წლის 15 დეკემბერს პუტინმა მაგიდაზე დადო რუსეთ-ამერიკის უსაფრთხოების შეთანხმების პროექტი, რომლის საფუძველი არის ნატოს გაფართოებაზე უარის თქმა“ - აღნიშნა საქსმა.


როგორც ჯეფრი საქსი აცხადებს, რუსეთის შეჭრიდან ხუთი დღის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა ნეიტრალიტეტზე, თუმცა, ამას აშშ და დიდი ბრიტანეთი შეეწინააღმდეგა და მათ უკრაინელებს ბრძოლისკენ მოუწოდეს.


„დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია [უკრაინაში] და ხუთი დღის შემდეგ ზელენსკიმ თქვა: "კარგი, კარგი, იყოს ნეიტრალიტეტი". შემდეგ კი შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა თქვეს: არავითარ შემთხვევაში, ბიჭებო, თქვენ იბრძვით. ჩვენ თქვენს ზურგში ვართ.


ჩვენ არ ვართ წინა ხაზზე, თქვენ ყველანი მოკვდებით, მაგრამ ჩვენ ზურგში ვდგავართ. 600,000 უკრაინელია დაღუპული მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონი ჩაფრინდა კიევში, რათა ეთქვა, რომ ისინი მამაცები უნდა იყვნენ. ეს აბსოლუტურად ამაზრზენია.


ჩვენ უნდა გვესმოდეს, საქმე არ არის ისე, როგორც ყოველდღიურად გვეუბნებიან ამ ჰიტლერის მსგავს შეშლილთან. ეს არის სრული ყალბი, „ფეიკ“ ისტორია, რომელიც აშშ-ის მთავრობის წმინდა PR ნარატივია. ჩვენ აქ თამაშებს ვთამაშობთ. ასე რომ, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენთან ატომური ძალა მოვიდეს. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ჩვენ ამ წერტილთან მივედით“ - განაცხადა ჯეფრი საქსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930