გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: ოპოზიციას რომ აღარაფერი დარჩენია, იძახიან პარლამენტში არ შევალთ და ლეგიტიმაციას არ მივცემთო. არანაირი აზრი არ აქვს თქვენს ფაფხურს, ვინაიდან 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს 4 წლით ლეგიტიმაცია მიცემული აქვს ქართველი ხალხისგან

13-11-2024

„ოპოზიციას მეტი რომ აღარაფერი დარჩენიათ სალაყბო, ახლა გამოვიდნენ და იძახიან პარლამენტში არ შევალთ და ამით პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო. ვის სჭირდება თქვენი ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს ანუ 89 დეპუტატით არჩეულ ქართულ ოცნებას მისცა ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 1 მილიონ 200 ათასმა ადამიანმა,“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.


„ე.წ. ოპოზიციას არც შინ და არც გარედ არაფერი გაუვიდა და ქუჩებში თითო-ოროლა გზააბნეული უპატრონო ბატებივით დაბორიალობენ. ამდენად მეტი, რომ აღარაფერი დარჩენიათ სალაყბო, ახლა გამოვიდნენ და იძახიან პარლამენტში არ შევალთ და ამით პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო. ვის სჭირდება თქვენი ლეგიტიმაცია. როთს და მის თანამეინახეებს? შეგახსენებთ. როთი წავიდა პოლიტიკიდან და დროა თქვენც მიჰყვეთ მას უკან. როგორც ამ დრომდე აკეთებდით- ყველგან და ყველაფერში კუდში, რომ დაჰყვებოდით. იზიარებდით და აზიარებდით მის შეხედულებებსა და ქმედებებს. ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს ანუ 89 დეპუტატით არჩეულ ქართულ ოცნებას მისცა ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 1 მილიონ 200 ათასმა

ადამიანმა. ამიტომაც ახლა თქვენი ხავილი იმისა პარლამენტში არ შევალთ და ამით ლეგიტიმაციას არ მივცემთ მე-11 მოწვევის პარლამენტსო, ეს ჰგავს აბდუშაჰილის და ბაში აჩუკის ჭიდაობის შემდგომ ქართველთა შეძახილს. სახელდობრ, ქართველმა ხალხმა ე.წ. ოპოზიციავ მმართველ პარტიასთან ერთად ბეჭებზე დაგდოთ მთელ საქართველოში და ახლა გინდთ "შადით და გინდ გამოდით". მიწაზე საგულდაგულოდ გართხმულ - გაგორებულ გვარამიებს, მელიებს, ვაშაძეებს, ხოშტარიებს, ბოკუჩავებს, გუბაზებს....მაინც არაფერი გეშველებათ და არანაირი აზრი არ აქვს თქვენს წაღმა-უკუღმა ფაფხურს. ვინაიდან 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს 4 წლით ლეგიტიმაცია მიცემული აქვს ქართველი ხალხისგან,“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930