გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ევროკავშირს და მის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას

15-11-2024

რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ევროკავშირს და მის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.


პრემიერის თმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ევროკავშირმა მიიღო ახალი მიგრაციული კრიზისი და უმძიმესი ეკონომიკური განვითარება.


„მე მგონია, რომ ევროკავშირისთვისაც არის ძალიან სასარგებლო ის შედეგი, რომელიც დადგა აშშ-ში. თქვენ იცით, გასულმა ოთხმა წელიწადმა რა მოუტანა ევროკავშირს. უკრაინაში მიმდინარე ომის, რუსეთის სამხედრო აგრესიის მთავარი მსხვერპლი ომი უშუალო მონაწილეების შემდეგ იყო ევროკავშირი, რომელმაც შედეგად მიიღო ახალი მიგრაციული კრიზისი, უმძიმესი ეკონომიკური განვითარება, გერმანია რომ ავიღოთ, ავტომობილების ინდუსტრიას, რაც არის გერმანიის სამარკო ნიშანი, აქვს სერიოზული პრობლემები, სხვა ქვეყნებშიც არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, არის ძალიან დაბალი ზრდის მაჩვენებელი, ქვეყნების დიდ ნაწილში არის ეკონომიკის ვარდნა. ეს ყველაფერი ევროკავშირს და ევროპას მოუტანა უკრაინაში მიმდინარე ომმა. ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ევროკავშირს და მის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ლიდერები უნდა იყვნენ უფრო მეტად ორიენტირებულები აშშ-ის ხელისუფლებასთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაზე", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930