გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: შავი ლაქა! ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო!

16-11-2024

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის დავით კირთაძის მიერ საღებავის შესხმას გამოეხმაურა. 

„შავი ლაქა! ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო! საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს! მკლავზე დამაგრებით დაიწყეს…“, - წერს უმრავლესობის ლიდერი.

შეგახსენებთ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728