გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ახალმა" კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა, ყველამ იცის, რომ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა

18-11-2024

„ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ახალმა" კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, სინამდვილეში ყველამ იცის, რომ მოუწევთ პარლამენტში შესვლა. 


„მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ახალმა" კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით და ეს გააკეთეს ერთი მარტივი მიზეზით, იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა. ეს განცხადებები არ არის კანონიერი, ლეგიტიმური.   სინამდვილეში ყველამ იცის, რომ მათ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031