გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან კოჭლოშვილი: რადიკალური ოპოზიციის სალოცავია ბრიუსელი, ქართველი ხალხის უმრავლესობის რჩეული ხელისუფლებისთვის კი სალოცავია ქრისტეს ეკლესია

18-11-2024

„ერთი რამ ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიციის სალოცავია ბრიუსელი, ქართველი ხალხის უმრავლესობის რჩეული ხელისუფლებისთვის კი სალოცავია ქრისტეს ეკლესია. მათი ზნეობრივი სახეა რამდენჯერმე გათხოვილი კაცი მიხეილ როთი, ჩვენი სულიერი წინამძღოლი კი საქართველოს თვითმყოფადობის გარანტი, 91 წლის ბრძენი პატრიარქია, რომელსაც უსამშობლო აგენტები ქვეყნის მთავარ მტრად მიიჩნევენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.


მისივე თქმით, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს მმართველი პარტიის ის შედეგი, რომელიც მიიღო ისტორიულ არჩევნებში.


„მას შემდეგ რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ოპოზიციას პარლამენტში ქვეყნის სასიკეთო საქმიანობისკენ მოუწოდა, მისი უწმინდესობის მოწოდების პარალელურად, კოლექტიური ნაცმოძრაობის ოთხივე რადიკალურმა დაჯგუფებამ ანტისახელმწიფოებრივი აქცია დაგეგმა და რეგიონებიდან მოსახლეობის ჩამოყვანის მიზნით დიდძალი თანხის მობილიზება განახორციელა. ერთი რამ ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიციის სალოცავია ბრიუსელი, ქართველი ხალხის უმრავლესობის რჩეული ხელისუფლებისთვის კი სალოცავია ქრისტეს ეკლესია.

მათი ზნეობრივი სახეა რამდენჯერმე გათხოვილი კაცი მიხეილ როთი, ჩვენი სულიერი წინამძღოლი კი საქართველოს თვითმყოფადობის გარანტი, 91 წლის ბრძენი პატრიარქია, რომელსაც უსამშობლო აგენტები ქვეყნის მთავარ მტრად მიიჩნევენ.


ქვეყნის მტრების ბელადია სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებში მსჯავრდადებული და ბრალდებული, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორი სააკაშვილი, ხოლო მეორე მხარეს არის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, ფილანთროპი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 12 წლის წინ წელში გატეხა შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვილი ფაშისტური დაჯგუფება.


შესაბამისად საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს მმართველი პარტიის ის შედეგი, რომელიც მიიღო ისტორიულ არჩევნებში“, - წერს ლევან კოჭლოშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930