გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: თუკი სალომე ზურაბიშვილი კვლავ დაარღვევს კონსტიტუციას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, კონსტიტუციის თანახმად, სხდომა ჩატარდება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა

19-11-2024

ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში ჩატარდება, მიუხედავად იმისა, დანიშნავს თუ არა მას საქართველოს პრეზიდენტი. განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, თუკი სალომე ზურაბიშვილი ამჯერადაც დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება კონსტიტუციით გაწერილ ვადებში.


„გუშინ საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა, საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილის აბსურდული განცხადებები, რომელსაც ვერც თავი გაუგო ვერავინ და ვერც ბოლო. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, თუმცა პასუხი არ გასცა მთავარ კითხვას: ნიშნავს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას თუ არა? თუ არა, ის ამით კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ის არ ასრულებს პრეზიდენტის კონსტიტუციურ ვალდებულებას.


მეტი სიცხადისთვის, გვსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, თუკი სალომე ზურაბიშვილი კვლავ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ შეასრულებს კონსტიტუციაში პირდაპირ გაწერილ საკუთარ მოვალეობას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, შევიკრიბებით პარლამენტში და შევუდგებით საპარლამენტო საქმიანობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930