გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აპრილი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენი ოპონენტები ამ ეტაპზე სწორედ იმიტომ წერენ განცხადებებს, რომ შემდეგ მათ მართლა არ მოუწიოთ საპარლამენტო მანდატების დატოვება და მანდატებზე უარის თქმა

19-11-2024

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენი ოპონენტები ამ ეტაპზე სწორედ იმიტომ წერენ განცხადებებს, რომ შემდეგ მათ მართლა არ მოუწიოთ საპარლამენტო მანდატების დატოვება და მანდატებზე უარის თქმა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.


მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ მიმართონ პარლამენტის თავმჯდომარეს მანდატების გაუქმების შესახებ, რაც ახლად არჩეული პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს.


„იმ ადამიანების განცხადებები, რომლებმაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს და ამ მანდატებზე ახლა თითქოს საკუთარი სურვილით ამბობენ უარს, არის არალეგიტიმური და ამ ეტაპზე დაწერილ განცხადებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია. ე.წ. სიების ჩახსნა დღევანდელი მოცემულობით არ შეუძლიათ. მათი მოთხოვნა იურიდიულ ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ უფლებამოსილებას ცნობს ახლად არჩეული პარლამენტი. ზუსტად ამის შემდეგ, მიმართავენ იმავე შინაარსის განცხადებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლება, მიიჩნევა, რომ ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათაც კარგად იციან, ამიტომაც დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენი ოპონენტები ამ ეტაპზე სწორედ იმიტომ წერენ განცხადებებს, რომ შემდეგ მათ მართლა არ მოუწიოთ საპარლამენტო მანდატების დატოვება და მანდატებზე უარის თქმა. შემდეგ კარგად იტყვიან, რომ მათ უკვე დაწერილი აქვთ განცხადებები და ალბათ, ახალი განცხადებების დაწერისგან შეიკავებენ თავს. დაველოდოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930