გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება, რომ ჩვენ ვინმე ლგბტ პროპაგანდის ხარჯზე ევროინტეგრაციაზე უარის თქმით გვევაჭრებოდეს, გვაშინებდეს და გვაშანტაჟებდეს. არ შეიძლება, რომ ამ პროპაგანდის გაუქმებაზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაცია

19-11-2024

ჩვენ არ ვაპირებთ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო და „გამჭვირვალობის კანონის“ დათმობას. განსაკუთრებით ეს შეეხება ლგბტ პროპაგანდას, რადგან ეს არის ისეთი საკითხი, რომლის ხარჯზეც არ შეიძლება ჩვენ ვინმე ევროინტეგრაციაზე უარის თქმით გვევაჭრებოდეს, გვაშინებდეს, გვაშანტაჟებდეს, გამორიცხულია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


„არ შეიძლება, რომ ამ პროპაგანდის გაუქმებაზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაცია, ასე ნუ უხატავთ საზოგადოებას. როდესაც აშშ -ზე საუბრობთ, ტრამპის პრეზიდენტობა გაგვიხარდა ორი მიზეზის გამო: პირველი მიზეზი არის ის, რომ ის ირჩევს მშვიდობას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს და მეორე, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით მე მგონია, რომ ის წნეხი, რაც აქამდე იყო, ყველაზე კონსერვატიული მოლოდინით, ცოტა მაინც შერბილდება რაც ამ კანონის გაუქმება - არ გაუქმებასთან დაკავშირებით იქნებოდა, რადგან ჩვენ ვიცით ტრამპის და მისი გუნდის პოზიცია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930