გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: გული მტკივა, როცა ახალგაზრდებს ოპოზიციის მიტინგებზე ვხედავ - პოლიტიკოსები, რომლებიც ასრულებენ უცხოელი პატრონების დაკვეთას მათ ატყუებენ

19-11-2024

„ახალგაზრდები, რადიკალური ოპოზიციის ხელში ბრმა იარაღად არიან გამოყენებული,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა და დასძინა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ გონება დაუხშო.


დეპუტატის თქმითვე, საწყენია, რომ ახალგაზრდებს არ სურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა.


„გული მტკივა, როცა ახალგაზრდებს რადიკალური ოპოზიციის მიტინგებზე ვხედავ. პოლიტიკოსები, რომლებიც ასრულებენ უცხოელი პატრონების დაკვეთას, მათ ატყუებენ. ეს ახალგაზრდები, რადიკალური ოპოზიციის ხელში ბრმა იარაღად არიან გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ ეუბნებიან სიმართლეს. მათ არ აქვთ რეალური ინფორმაცია. ტელევიზიის საშუალებით ვუსმინე ახალგაზრდას, რომელიც ამბობდა, რომ აპროტესტებდა ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებას. არადა 30 ოქტომბერს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ოფიციალური ანგარიში გაფართოების შესახებ. თუ ევროინტეგრაცია შეჩერებულია, რატომ გამოაქვეყნებდა ამ ანგარიშს?


ახალგაზრდებს ატყუებენ ყველაფერს და გული მტკივა, რომ მათ არ სურთ ალტერნატიული აზრის მოსმენა. ჩვენ ვიხილეთ კადრები, თუ როგორ ძალადობდნენ ისინი მედიის წარმომადგენლებზე და არ აძლევდნენ საშუალებას პროფესიული მოვალეობის შესრულების. ახალგაზრდებს და არა მარტო მათ რადიკალურმა ოპოზიციამ იმდენად დაუხშო გონება, რომ ვეღარ ხვდებიან თავიანთ ქცევას. თუ ისინი იცავენ ევროპულ სტანდარტებს, მაშინ აზრის გამოხატვის თავისუფლება სწორედაც, რომ ევროპული სტანდარტია. ახალგაზრდები პირველ რიგში თავად უნდა იდგნენ თავისუფალი მედიის და გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე და თავად არ უნდა შეუწყონ ხელი ამ ღირებულებების დარღვევას“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930