გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე: ოპოზიციონერებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც - 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს

20-11-2024

„რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც - 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს“, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.


მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია იმედგაცრუებული დარჩა საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან, გადავიდნენ პროვოკაციებზე. მანვე აღნიშნა, რომ ელოდება ამ საკითხზე დიპლომატიური კორპუსის რეაგირებას.


„რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც - 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. კოლექტიურ ნაცმოძრაობას ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს… რამდენიმე წუთის წინ იმედის გადამღებ ჯგუფს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს… მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან იმედგაცრუებულები დარჩნენ, გადავიდნენ პროვოკაციებზე. ველოდები დიპლომატიურ კორპუსს რა რეაგირება ექნება. სოლიდარობა თითოეულ ჟურნალისტს! ამათ ბოროტ ზრახვებზე სახელმწიფოს ყოველ ჯერზე ექნება შესაბამისი რეაგირება!“ - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.


ინფორმირებისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მიმართა სიტყვებით - „გისურვებთ 7 ნოემბერს, გილოცავთ ამ თვეს“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930