გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის - „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

21-11-2024

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


„ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვა და ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ცირკულარული ეკონომიკის განვითარება ქვეყნისთვის უდიდესი შესაძლებლობა და ამავე დროს, დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


შეხვედრის ძირითად მიზანს ხმარებიდან ამოღებული საბურავების დამუშავების საინვესტიციო შესაძლებლობების და ცირკულარულ ეკონომიკაში გენდერული და სოციალური ჩართულობის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების განვითარების საკითხზე.


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია COWI-ისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930