გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა ხორვატიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

21-11-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, ხორვატიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ბორის ვუჩიჩთან შეხვედრა გამართა.


საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. ასევე, ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებულ პრაქტიკას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.


ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და ამ მიზნით სამომავლო დაგეგმილი პროექტები.


როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ, რა მიზნითაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ერთიან ევრო გადახდების სისტემაში (SEPA) გაწევრიანების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფულადი გზავნილების გაზრდილი ნაკადები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეფექტური საგადახდო სისტემების საჭიროებაზე მიუთითებს.


მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის სხვა ერთობლივი ინიციატივების შესახებაც იმსჯელეს.

ნათია თურნავასა და ბორის ვუჩიჩს შორის შეხვედრა ავსტრიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელიც წელს ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის თემას მიეძღვნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930