გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, თავისუფლების ქუჩა #1 - ში, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სადარბაზოების რეაბილიტაციისა და წყალარინების სისტემის შეცვლის სამუშაო მიმდინარეობს

22-11-2024

ქალაქ კასპში თავისუფლების ქუჩა #1 - ში  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში 4 სადარბაზოს რეაბილიტაციისა და წყალარინების სისტემის შეცვლის სამუშაო მიმდინარეობს.


პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


კასპის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა 8 წელია მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას აფინანსებს.


პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჩართულობით, ხელი შეუწყონ მათი  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.


მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 229 000 ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი.


აღნიშნული თანხიდან 2 ბინის სახურავის შეცვლასა და 12 სადარბაზოს რეაბილიტაციაზე 214 703 ლარის სამუშაოები განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031