„ვერ გეტყვით, ზუსტად რა მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდოდ სუიციდის შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
1tv.ge