გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და სრული გაკიცხვა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ასე უდიერად და უპასუხისმგებლოდ მოექცნენ საკუთარ ამომრჩეველს

25-11-2024

„მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და სრული გაკიცხვა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ასე უდიერად და უპასუხისმგებლოდ მოექცნენ საკუთარ ამომრჩეველს. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მოატყუეს, გამოიყენეს, სიმართლე სიცრუედ შეასაღეს, სამართლიანი არჩევნები კი გაყალბებულად და მათ გრძნობებზე ითამაშეს.

ნაცვლად იმისა, რომ ისინი ღირსეულად წარმოადგენდნენ ამ დარბაზში საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს, ისინი აგრძელებენ რყევას, ტყუილს და ქვეყნის მტრობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.


მისივე თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ამომრჩეველიც ჩვენი მოქალაქეებია და ისინი უნდა დავიბრუნოთ.


„ჩვენი წმინდა ვალია, რომ დავანახოთ სიმართლე, დავანახოთ რადიკალური პარტიების ირაციონალური, სიცრუეზე აგებული სახე და ჭეშმარიტების სახელით ტყუილის მონობისგან გავათავისუფლოთ. მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედების და არჩევანის თავისუფლება, საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინონ პატრიოტმა და პასუხისმგებლობიანმა პარტიებმა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930