გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის წევრობაზე ფროიდისეული წამოცდენები ოპოზიციას ხშირად აქვს, ვნახოთ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ

25-11-2024

უკვე დაიწყო პარლამენტის წევრების რეგისტრაცია პირველი სხდომისთვის. რეგისტრაცია ხორციელდება ცესკოს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.


როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აიღებენ საბუთს და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.


„რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ცესკოდან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა, იმედი მაქვს, მიმართავენ, აიღებენ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.


ვხედავთ მათ წამოცდენებს. დღესაც ვნახეთ, ერთ-ერთი პარტიის წევრმა საკუთარ თავს როგორ უწოდა არჩეული დეპუტატი, ასე რომ, ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით. ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ. სულ რამდენიმე საათში პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ვნახავთ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ასე რომ, ეს ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031