გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუდაური, საქართველო - ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ

26-11-2024

გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს.


„ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ“-სტატიაში საქართველოსთან ერთად რუმინეთის, ბულგარეთის, ესპანეთისა და ანდორას ზამთრის კურორტები მოხვდნენ.


სტატიის ავტორმა, ცნობილმა მწერალმა და ბლოგერმა იოლანდა ევანსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.


„გუდაური თბილისიდან სულ რაღაც 2 საათის სავალზეა, გუდაური ბიუჯეტური კურორტია, თუ გამოცდილი მოთხილამურე ხართ არ გამოტოვოთ ღამის სრიალი. პარაპლანი უმაღლესი სათავგადასავლო ტურია, დიახ, აქ ზამთარშიც შეიძლება გაფრენა. აუცილებლად დაიტოვეთ დრო თბილისისთვის, ან სრიალამდე, ან სრიალის შემდეგ და ეწვიეთ ძველ ქალაქს“,-წერს იოლანდა ევანსი.


იოლანდა ევანსი აღწერს გუდაურის კვების ობიექტებს, მკითხველს ურჩევს დააგემოვნოს ხაჭაპური, ჯიპ ტურით მოიარონ გერგეტის სამება, ანანურის ციხე და სხვა ისტორიული ადგილები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031