გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. შს მინისტრი - მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიიმალა, სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა

17-01-2018

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევის მკვლელს ეძებენ. როგორც სააგენტო „რესს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა განუცხადა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მკვლელის ვინაობა დაადგინეს.

„ეჭვმიტანილი მიიმალა. სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა“, - განაცხადა ნანიევმა.

ე.წ. სამართალდამცაველების ინფორმაციით, საქართველოში მარეკ დუდაევის მკვლელის ნათესავები ცხოვრობენ.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები ეჭვმიტანილის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.
ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პირადი უთანხმოება გახდა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. „რესის“ ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ არცევში მოხდა. სააგენტოს დე ფაქტო შსს-ში განუცხადეს, რომ მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს. მას სამჯერ ესროლეს. 

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.


Ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031