გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რეზოლუციებში ჩადებულია, მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა, როცა ევროპარლამენტი ასეთ რამეს ითხოვს, იქ შესაბამის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს

28-11-2024

ევროპარლამენტის არცერთ წინა რეზოლუციას არავითარი ფასი არ ჰქონია არავისთვის, მათ შორის, არც ევროკომისიისთვის, არც ევროპული საბჭოსთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ვერავითარი ფასი ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც არის აბსოლუტურად უსამართლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხებოდა, სადაც სანქციებს, ვიზალიბერალიზაციასა და ახალი არჩევნები მოთხოვნასთან ერთად საუბარია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.


„ეს არ არის ახალი, ეს არის, თუ არ ვცდები,მე-5 რეზოლუცია, რასაც იღებს ევროპარლამენტი. არცერთ წინა რეზოლუციას არავითარი ფასი არ ჰქონია არავისთვის, მათ შორის, არც ევროკომისიისთვის, არც ევროპული საბჭოსთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ვერავითარი ფასი ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც არის აბსოლუტურად უსამართლო, რომლებიც ითხოვს, გარდა ასეთი მოთხოვნებისა, ამ რეზოლუციებში არის ჩადებული, მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მოთხოვნა. სანქციების დაწესება პირდაპირ მოითხოვეს ჩვენგან, რაც ჩამოშლიდა ქვეყნის ეკონომიკას. როცა ევროპარლამენტი ასეთ რამეს ითხოვს, იქ, ბუნებრივია, შესაბამის რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს. ასეთი იქნება, რა თქმა უნდა, მათი მე-5 რეზოლუციაც, რომელიც ხვალ უნდა დამტკიცდეს, როგორც ვიცი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930