გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სოფლების გაზიფიცირება გაგრძელდება, 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95% და დამატებით 300 000 მოქალაქე მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებაზე წვდომას შემდეგი 4 წლის განმავლობაში

28-11-2024

გაზიფიკაციის ტემპი გაიზარდა 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ ჩვენს ქვეყანაში, შედეგად მივიღეთ ის, რომ 90%-ზე მეტი პოტენციური აბონენტების არის უკვე გაზიფიცირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95%.


„რაც შეეხება დამატებით რეგიონულ განვითარებას. სოფლების გაზიფიცირება - თქვენ იცით, რამხელა პროგრესი გვქონდა ჩვენ ამ მიმართულებით გასული წლების განმავლობაში. გაზიფიკაციის ტემპი გაიზარდა 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ ჩვენს ქვეყანაში, შედეგად მივიღეთ ის, რომ 90%-ზე მეტი პოტენციური აბონენტების არის უკვე გაზიფიცირებული. სოფლების გაზიფიცირება გაგრძელდება, უკვე მომავალ წელს 93%-ს მიაღწევს გაზიფიკაციის მაჩვენებელი და 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95%. პრაქტიკულად ჩვენ მივწვდებით უკვე ყველა იმ სოფელს, სადაც რეალურია გაზიფიკაციის ამუშავების წარმართვა.
ინტერნეტიზაციის მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები, 5 000 კილომეტრი ახალი ქსელი უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში.


წყალმომარაგებზაე წვდომა გადააჭარბებს 80%-ს. დასრულდება უკვე მომავალ წელს ქალაქების წყალმომარაგების პროგრამა და ამის შემდეგ ეს პროგრამა გაგრძელდება უკვე ურბანულ დასახლებებში. დამატებით 300 000 მოქალაქე მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებაზე წვდომას შემდეგი 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031