გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის უფლებაა, შეიტანოს განაცხადი მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, დაველოდებით განაცხადებს და ამის შემდეგ ერთიანად შედგება მსჯელობა ამ საკითხზე

28-11-2024

ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით მსჯელობა, დაველოდებით ოპოზიციის განაცხადებს და ამის შემდეგ ერთიანად შედგება მსჯელობა ამ საკითხზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის უფლებაა, რომ შეიტანოს განაცხადი და მოგვიანებით პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


„რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას, ეს არის ოპოზიციის უფლება, შეიტანოს განაცხადი ამასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. თქვენ გახსოვთ, ჩვენ შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით, წელს როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია მსჯელობაზე. ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, დაველოდებით ოპოზიციის განაცხადებს და ამის შემდეგ ერთიანად შედგება მსჯელობა ამ საკითხზე,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728