გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტელეკომპანია „კავკასიას" შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დაადო

23-10-2018

დღეს შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია კავკასიის დაყადაღების ბრძანება გამოსცა. 


"გუშინდელი მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო დავალიანება მიმდინარე, ანუ 15–ში დეკლარირებული და ძველი, ანუ გრაფიკით გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენდა 12 540 ლარს. გრაფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რასაც გულისხმობს შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას", - წერს ფეისბუქზე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.


ჯანგირაშვილის თქმით, ამჟამად დავალიანება შემცირებულია 8500 ლარამდე და დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად მიმართეს საგადასახადოს. "ვნახოთ რას იზამენ", - წერს ჟურნალისტი. 


liberali.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031