გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თინათინ რუხაძეს აქვს არაჩვეულებრივი უნარი, ხელი შეუწყოს დამატებით კულტურის სფეროს განვითარებას, წარმატებებს ვუსურვებ ბატონ შალვა გოგოლაძეს მომავალში სპორტის მინისტრის პოზიციაზე

28-11-2024

თინათინ რუხაძეს მხოლოდ რამდენიმე კვირაა, უკავია კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა, თუმცა უკვე წარმატებულია მისი საქმიანობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი შეფასებით, თინათინ რუხაძეს არაჩვეულებრივი უნარები აქვს.


„მას აქვს უნარი, ხელი შეუწყოს დამატებით კულტურის სფეროს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, ის იქნება საუკეთესო მინისტრი კულტურისა და სპორტის სამინისტროში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მთავრობამ პარლამენტს მიმართა ინიციატივით კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ და სპორტის მომავალ მინისტრად პარლამენტს შალვა გოგოლაძე წარუდგინა.


„საბოლოო ჯამში თქვენზეა დამოკიდებული კანონის მიღება, თუმცა ვიცი, რომ არის გუნდის მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ინიციატივა სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებით. სპორტის წარმატებებზე უკვე ვისაუბრე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მომავალშიც ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას და ინსტიტუციური ცვლილებებიც ამ კუთხით ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. მინდა, წინასწარ წარმოგიდგინოთ ბატონი შალვა გოგოლაძე მომავალში სპორტის მინისტრის პოზიციაზე. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031