გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგლა ბარამიძე ნიკა გვარამიაზე: შთამომავლობით, ჯიშ-მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია, შენი სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და შენივე ქვეყნის დაბეზღება, პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ-პროვოკატორთა სარფიან საქმედ ქცეულა

28-11-2024

პოლიტიკოსი და დიპლომატი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას თაობაზე პოსტს აქვეყნებს.


როგორც ბარამიძე აღნიშნავს, შთამომავლობით, ჯიშ-მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია და სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და საკუთარი ქვეყნის დაბეზღება, პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ- პროვოკატორთა სარფიან საქმედ არის ქცეული.


„ისტორია მეორდება... შთამომავლობით, ჯიშ- მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია.. შენი სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და შენივე ქვეყნის დაბეზღება( ადრე:-ქართველებს მეზარბაზნეები აღარ ჰყავთ.., ახლა:-არჩევნები გაყალბდა..), პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ- პროვოკატორთა სარფიან საქმედ ქცეულა !!! დიახ, ისტორია მეორდება, მაგრამ მეორდება თავისი მკაცრი გარდუვალობით... მოღალატე, მოღალატედ რჩება, ხოლო საქართველო კი მარადჟამს გამარჯვებული!“, - წერს გიგლა ბარამიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031