გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
აზერბაიჯანული პრესა: სანდრა რულოვსის განცხადება გულუბრყვილო ამომრჩეველზე მანიპულირებაა

23-10-2018

აზერბაიჯანული გამოცემა «Каспiй», საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს სტატიას უძღვნის, სადაც საუბარია საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის იმ განცხადებაზეც, სადაც რულოვსი ამბობს, რომ 17 ნოემბერს, თავისი ქორწინების 25-ე წლისთავს მეუღლესთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ზუგდიდში აღნიშნავს.


„საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, ოპოზიციური კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან ამომრჩევლების შეხვედრის დროს განაცხადა: „17 ნოემბერს ჩემი და მიშას ქორწინების 25 წლისთავია, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ იუბილე ზუგდიდში ავღნიშნოთ“.


სანდრა რულოვსმა ხაზი გაუსვა, რომ მის ქმარს, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში ბევრი მხარდამჭერი ელოდება და ის ნიდერლანდებიდან უპრობლემოდ დაბრუნდება, მანამდე კი 28 ოქტომბერს, მოსახლეობა პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გრიგოლ ვაშაძეს აირჩევს, რომელიც თავის მსჯავრდებულ ლიდერს შეიწყალებს.


მაგრამ ასეთი პერსპექტივას კაცი ძნელად დაიჯერებს: საქმე იმაშია, რომ გინდაც პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდეს, საქართველოში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მაინც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“, ანუ მის დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის ხელში დარჩება. სწორედ მისი ნებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა - ანუ გრიგოლ ვაშაძე, სავარაუდოდ, ვერაფერსაც ვერ გააკეთებს. თუ მიშიკო საქართველოში დაბრუნდება, მისი ციხეში მოხვედრის შანსები ძალიან მაღალია. ასე რომ, სანდრა რულოვსის განცხადება მხოლოდ ამომრჩეველთა გულუბრყვილო ნაწილის ცნობიერების მანიპულირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს“-წერს გამოცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930