გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აპრილი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს: აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი

29-11-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ მართლწესრიგს. პოლიციის მხრიდან, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების მიმართ, გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.


ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.


კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, - აცხადებს შსს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930