გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე ჰერჩინსკიზე: ეს ელჩი არის ევროკავშირიდან „რევალუციის“ მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი. გუშინ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები მასთან მივიდნენ, დაარიგა. უეჭველია თანხებიც გადასცა, წუხელისვე შეუდგნენ საქმის კეთებას

29-11-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას ეხმიანება, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით".


როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული ელჩი არის ევროკავშირიდან რევოლუციის მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი და გუშინ დაარიგა მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, როგორ მოახდინონ გადატრიალება 20 იანვრამდე ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე, ვინაიდან იციან, რომ შემდეგ უმძიმეს დღეში ჩავარდებიან.


„დაიწყეს გლობალური ომის პარტიიდან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება. ეს ელჩი არის ევროკავშირიდან „რევალუციის“ მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი.


გუშინ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები მასთან მივიდნენ. ესაუბრა, დაარიგა. უეჭველია თანხებიც გადასცა და წუხელისვე შეუდგნენ საქმის კეთებას.

ჩქარობენ. აქ გადატრიალების მოხდენა უნდათ 20 იანვრამდე ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე. ვინაიდან იციან, რომ შემდეგ უმძიმეს დღეში ჩავარდებიან.

ამიტომ ქართველებო ყურადღებით“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031