გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა კასპში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში - არა ფემიციდს, შეხვედრა გამართეს

29-11-2024

კასპის მუნიციპალიტეტში  გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა    საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში  - არა ფემიციდს - შეხვედრა გამართეს.


კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.


შეხვედრაზე საუბარი იყო ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ   გენდერული ძალადობისა და ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე, ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებით ღონისძიებებსა და სხვა საკითხებზე.


პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა მძიმე დანაშაულის თავიდან ასაცილებლად რეაგირება დროულად და ეფექტიანად მოახდინონ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031