გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ზურაბიშვილის პრეზიდენტობას დარჩა 5 პარასკევი, ასე რომ მას მომავლის პერსპექტივა აღარ ესახება

30-11-2024

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ და ანიშნა, რომ ლიდერად ჩამოყალიბების პოლიტიკური მომავალი მას აღარ გააჩნია. მიზეზად კი, დეპუტატი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დარჩენილ მცირე დროს ასახელებს.


დიმიტრი ხუნდაძე შეეხო ასევე ექსპრეზიდენტის შეწყალების შესაძლებლობას და განმარტა, რომ ზურაბიშვილი ამ დისკრეციას ვერ გამოიყენებს, რადგან მიხეილ სააკაშვილი ერთ განაჩენზე შეწყალების შემთხვევაში, სხვა მიმდინარე საქმეების გამო, კვლავ საპყრობილეში დარჩება.


„ზურაბიშვილის პრეზიდენტობის მომავალი არის 5-კვირიანი. დღეს პარასკევია, იყო 6 და დარჩა 5 პარასკევი, ისე რომ მას არავითარი პერსპექტივა ამ კუთხით დროშიც აღარ ესახება. მაგრამ, ის საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი რომ არ იყო, ეს ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამოჩნდა. მას რა დავალებასაც მისცემენ, იმას გააკეთებს. თუმცა, ამისთვის მას დრო უბრალოდ არ რჩება. ზურაბიშვილი აუცილებლად შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ პირველი, რატომაც არ გააკეთა ეს, იყო ის, რომ თვითონ უნდა შემდგარიყო ლიდერად, რაც ვერ მოხერხდა. ახლა სააკაშვილის შეწყალებას აზრი არ აქვს, რადგან შეწყალების შემთხვევაში ის საპყრობილიდან ვერ გამოვა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930