გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი, რასაც პატივს ვცემ

1-12-2024

სამწუხაროა, დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა დავით ზალკალიანს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მასზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა.


„ბატონმა დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა. მე მასთან მქონდა საუბარი. ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც იყო ძალიან მძიმე ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან. აქ არ იგულისხმება „ნაცების" ზეწოლა. იყო სერიოზული ზეწოლა და მე მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო დავით ზალკალიანს. სამწუხაროა, რომ მან დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


რაც შეეხება თეიმურაზ ჯანჯალიას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია და ეს მინისტრის საკადრო გადაწყვეტილებაა.

„მანამდე იყო საუბარი შემდგარი მაკა ბოჭორიშვილსა და თეიმურაზ ჯანჯალიას შორის და გადაწყვეტილება უკვე იყო მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა ცვლილება. ამ შემთხვევაში, თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილმა მას შესთავაზა სისტემაში დარჩენა, რა იქნება მისი გადაწყვეტილება არ ვიცი", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031