გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც მკვდარ დედას აგინებდა სპეცრაზმელს, ვერასდროს გახდება ევროპელი, მაშინაც კი, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი

1-12-2024

ე.წ გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც მკვდარ დედას აგინებდა სპეცრაზმელს, ვერასდროს ვერ გახდება ევროპელი, მაშინაც კი, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ის მუდმივად დარჩება იმ „ნაცურ" ჭაობში, სადაც დღესაც იმყოფება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, გუშინ გამართულ აქციაზე სრული მოთმინებით იმოქმედა თითოეულმა პოლიციელმა.


„ყველა ფაქტზე არის დაწყებული მოკვლევა-გამოძიება, კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო მოთმინებისკენ და კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის, რომ სრული მოთმინებით იმოქმედა თითოეულმა პოლიციელმა. ერთი ფაქტი საილუსტრაციოდ მინდა მოგიყვეთ, რაც ხდებოდა. ეს გუშინწინდელი ფაქტია. იყო ერთი ახალგაზრდა სპეცრაზმის წარმომადგენელი, დაახლოებით 30 წლამდე, რომელსაც ერთი საათის განმავლობაში უშვერი სიტყვებით აგინებდნენ დედას კონკრეტული მომიტინგე-მოძალადე აგინებდა დედას, რაზეც უპასუხა ამ სპეცრაზმელმა, რომ ნუ აგინებდა დედას, მკვდარი ჰყავდა დედა - ასეთი იყო მისი მოწოდება მოძალადის მიმართ. ამაზე პასუხი იყო ის, რომ მან მკვდარ დედას შეაგინა და ამას დაამატა ასეთი სიტყვები, რომ შენი დედის საფლავზე მოვისაქმებო. ბოდიში ამ უხეში ფრაზის ციტირებისთვის. ეს ახალგაზრდა სპეცრაზმელი გამოვიდა ადგილიდან და არ უპასუხა.


წარმოიდგინეთ, საილუსტრაციოდ, როგორი რაღაცები ხდებოდა. ეს არ არის რა თქმა უნდა, გამართლება იმისა, რაც მოხდა კონკრეტული ინციდენტების სახით, მაგრამ მე მინდა, უბრალოდ, საილუსტრაციოდ გითხრათ, რისი მოთმენა უწევთ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს. როცა ასეთ რაღაცას აკეთებს ადამიანი, იქ ძალიან რთულია მოთმენა, მაგრამ გუშინ ეს გააკეთეს სპეცრაზმელებმა. ის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც არ უპასუხა და მოითმინა, რა თქმა უნდა, არის გმირი. რაც შეეხება იმ მოძალადეს, რომელიც ამას აკეთებდა, ის არის უბრალოდ სამარცხვინო, ის ვერასდროს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, მაშინაც კი, როდესაც საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში, ის ვერასდროს ვერ გახდება ევროპელი. ის ახალგაზრდა კაცი, ე.წ გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც მკვდარ დედას აგინებდა სპეცრაზმელს, ვერასდროს ვერ გახდება ევროპელი, მაშინაც კი, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ის მუდმივად დარჩება იმ „ნაცურ" ჭაობში, სადაც დღესაც იმყოფება", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031