გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამინისტოში საქმიანობას შეუდგა

1-12-2024

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.


მინისტრმა დღეს, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები განიხილა.


როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთიანი ძალისხმევით განაგრძობს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას და ეროვნული ინტერესების დაცვას.


მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ როლს.


როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა სახეზეა დიპლომატების მიმართ ზეწოლის კამპანია, რაც მიუღებელი და დაუშვებელია.


საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც გააზრებული აქვთ საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა და მტკიცედ დგანან ეროვნული ინტერესების დასაცავად.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამინისტროს საქმიანობის უახლოეს დღის წესრიგს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031