გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე: სტრატეგიული პარტნიორობა 2009 წელს, მიხეილ სააკაშვილის წაგებული ომის შემდეგ გაფორმდა, ეს იყო უბრალოდ ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა

2-12-2024

„პირველ რიგში ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ბატონი მილერი ამ განცხადებას „ტვიტერზე“ ავრცელებდა, შემდეგ ის „ტვიტი“ წაშალა, შემდეგ ისევ დადო, გაუგებარი იყო. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მან სცადა ცეცხლზე დაესხა ნავთი, აეწია საპროტესტო მუხტი, შეგახსენებთ, რომ ამ ადმინისტრაციას დარჩა თვე-ნახევარი დაახლოებით, შესაბამისად არასერიოზულია ასეთი განცხადებების გაკეთება,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ ე.წ. „სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულების გაუქმების ფაქტზე.


მისი განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა 2009 წელს, მიხელ სააკაშვილის წაგებული ომის შემდეგ გაფორმდა და ეს იყო უბრალოდ ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს არ ჰქონია არც უვიზო მიმოსვლა, არც პირდაპირი ფრენები და არც თავისუფალი ვაჭრობა.


„ისინი ცდილობენ, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ ბატონ დონალდ ტრამპს და ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო, როდესაც ერთი კვირის წინ მისცეს უფლება უკრაინას, რომ გამოეყენებინა ამერიკული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე და ისედაც ტრაგედიაში მყოფ ქვეყანას, კიდევ როგორი ტრაგედია დაატყდა თავს და რა ტიპის რაკეტები გამოიყენა ამის შემდეგ რუსეთმა ეს ყველაფერი ჩვენ კარგად ვიხილეთ. თუმცა, თვითონ სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, რომელიც თუ არ ვცდები, 2009 წელს, მიხელ სააკაშვილის წაგებული ომის შემდეგ გაფორმდა ეს იყო უბრალოდ ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ არ გვქონდა, სამწუხაროდ, არც უვიზო მიმოსვლა, არც პირდაპირი ფრენები და არც თავისუფალი ვაჭრობა.

სტრატეგიული პარტნიორობის ძალიან კარგი მაგალითია, მაგალითად: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა, როგორც კი ჩვენ ამ პარტნიორობას ხელი მოვაწერეთ მას შემდეგ გაიხსნა უვიზო მიმოსვლა, გაიხსნა პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ. სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ ასე გვესმის, მაგრამ ძალიან სასიხარულოა ის, რომ ბატონი მილერი უკვე თვე-ნახევარში აღარ იქნება იმ პოზიციაზე, მისი ადმინისტრაცია, რომელსაც იგი წარმოადგენს და რომელშიც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი გავლენა აქვს „გლობალური ომის“ პარტიას, ისევე როგორც, ევროკავშირის კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და ბიუროკრატიაზე, ისინი აღარ იქნებიან თვე-ნახევარში, თვე-ნახევარში იქნება ბატონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ძალიან ჯანსაღ გარემოში ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე რაც დგას საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში და გადავტვირთოთ ეს ურთიერთობები. შეგახსენებთ, რომ ბატონი დონალდ ტრამპი აპირებს უკრაინაში ომის დასრულებას მყისიერად , როგორც კი შედგება მისი ინაუგურაცია და იმასაც შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენი და ამერიკის ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნება მეტწილად დამოკიდებული არის სწორედ იმაზე, თუ როდის დასრულდება უკრაინაში ომი“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031