გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 20 იანვარს უნდა შედგეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები

2-12-2024

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ აქციების კუთხით ამ გადაწყვეტილებას დიდი ფასი არ აქვს.


„ასეთი პრაქტიკული დატვირთვა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას არ ჰქონდა, ჩვენ არ გვქონდა არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ, რაც ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს სტრატეგიული პარტნიორობიდან. ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა მცდელობა მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო შემხვედრი ნაბიჯები. აქციების კუთხით ამ გადაწყვეტილებას დიდი ფასი არ აქვს. უბრალოდ ხდება ასეთი რამ, 20 იანვარს უნდა შედგეს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე ფონი დაახვედროს ჩვენს რეგიონში ახალ ადმინისტრაციას. ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, როგორც კი ინაუგურაცია შედგება, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031