გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: საინტერესოა, რომ ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის ლეგიტიმური

2-12-2024

„საინტერესოა, რომ ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ ეუთო/ოდირმა არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის ლეგიტიმური და რომ ამ არჩევნებმა მაღალი სტანდარტებით ჩაიარა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა განაცხადა.


ნინო წილოსანი ეუთო/ოდირზე თავდასხმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი ის განცხადება, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა, ოპოზიციისთვის და ევროპელი პოლიტიკოსებისთვის აღარაფერს ნიშნავს.


„ამის შემდეგ იწყება ძალიან დიდი თავდასხმები ეუთო/ოდირზე მათ შორის, სამწუხაროდ ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან, ევროპელი პოლიტიკოსებისგან და ეს კავშირი იმდენად ნათელია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს- ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნებმა კარგი სტანდარტებით ჩაიარა, რომელიც ასევე ეუთო/ოდირმა დაადასტურა, უკვე არაფერს ნიშნავს მათთვის და მათთვის მხოლოდ და მხოლოდ იმ აღქმის შექმნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომლითაც ამ აქციების მუხტს ცოტათი მაინც ინარჩუნებენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.


ნინო წილოსანი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე: სტრატეგიული პარტნიორობა სამწუხაროდ არ აისახებოდა არაფერ ხელშესახებზე - არც ვიზა ლიბერალიზაციაზე, არც თავისუფალ ვაჭრობაზე. რეალური სტრატეგიული პარტნიორობა გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე ის, რაც საქართველოს ამ წლების განმავლობაში ჰქონდა.


„თავისთავად ალბათ იყო მოლოდინი გარეთაც და შიგნითაც, რომ ამ განცხადებას რაღაც განსაკუთრებული აღშფოთება მოჰყვებოდა და განსაკუთრებულ ტალღას გამოიწვევდა აქციებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე დაფიქრდება და მიხვდება, რომ სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ასეთი სამწუხაროდ არ აისახებოდა არაფერ ხელშესახებზე ვგულისხმობ - არც ვიზა ლიბერალიზაციაზე, არც თავისუფალ ვაჭრობაზე, არც რაიმე ისეთ განსაკუთრებულ პრინციპებზე, რომლებიც აქეთ მხარეს, მაგალითად ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად მყისიერად მიიღო საქართველომ და ჩვენმა მოქალაქეებმა,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.


წილოსანის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე ის რაც საქართველოს ამ წლების განმავლობაში ჰქონდა.


„ამიტომ, თავისთავად სტრატეგიული პარტნიორობა რომლის ფარგლებშიც თუნდაც ანაკლიის პროექტიც კი, რომელსაც თავადვე სტრატეგიულს უწოდებდნენ და ჩვენ შემდგომ გვაყვედრიდნენ თურმე რატომ გადავინაცვლეთ სხვა პარტნიორთან, აშშ-სთვის იმდენად სტრატეგიულიც არ იყო რომ რამდენიმე ათეული მილიონით დაეფინანსებინა, ამის საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რამდენიმე მილიარდის ხარჯვას ჩვენს ქვეყანაში ამ წლების მანძილზე, თავადაც გახსნილად საუბრობენ ამ თანხებზე, თუმცა ეს თანხები, რომ პირდაპირ ენჯეო სექტორის გაძლიერებისთვის მიემართება და დიდ წილად სწორედ ამ კლასის ადამიანების ფორმირებას ემსახურება და რომელსაც შემდგომ გარე მიზნებიდან გამომდინარე გამოიყენებდნენ და გამოიყვანდნენ რაღაცების გასაპროტესტებლად ესეც თვალნათელია, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ რეალური სტრატეგიული თანამშრომლობა აუცილებლად უნდა დაიწყოს ახალარჩეული პრეზიდენტის უკვე ინაუგურაციის შემდგომ, ჩვენ თავისთავად გვექნება ამისი მცდელობა და სურვილი, და ვფიქრობ, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე ის რაც საქართველოს ამ წლების განმავლობაში ჰქონდა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031