გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდებებს ამორალურს უწოდებს

2-12-2024

„ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას ყველაფერი იყო პოლიტიზებული, მათ შორის, განათლების სისტემაც და ამის საცეცები ჯერ კიდევ სახეზეა, სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოწოდებები არის ამორალური ქმედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდებებს შეეხებოდა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მორიგი ამორალური ქმედება, რომელიც წარუმატებლობისთვისაა განწირული.


„ეს არის რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ხელწერა. გახსოვთ, რომ, თავის დროზე, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყველაფერი იყო პოლიტიზებული, მათ შორის, განათლების სისტემა იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული და ამის საცეცები ჯერ კიდევ სახეზეა. ეს ეხება, როგორც სასკოლო განთლების, ისე უმაღლესი განათლების დონეს, ეს მათი ხელწერაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი მცდელობაც არის წარუმატებლობისთვის განწირული, უბრალოდ უნდა შევაფასოთ ის, რაც ხდება. მორალური თვალსაზრისით ამას არავითარი ახსნა და გამართლება არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი ამორალური ქმედება, თუმცა, როგორი ამორალურებიც არიან, ისეთ ამორალურ ქმედებებს ახორციელებენ,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930