გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: „ტრუპი თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა!“ - ეს სიტყვები არის დესტრუქციული ძალების მიზანიც და გეგმაც!

3-12-2024

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აქციიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება.


„მათ საგანგებო გადამზადებისას რევოლუციის მოწყობის თეორიული ნაწილი კარგად აითვისეს, პრაქტიკულ ნაწილში კი ნაკლი აქვთ, მსხვერპლზე ვერ ჩამოყალიბდნენ - ორსული ქალი, მოხუცი თუ ბავშვი?! ასევე ამ საქმის შემსრულებელი საზოგადოებაში დიდი მუხტისთვის სპეცრაზმელი უნდა იყოს!

რთული საჭიროებაა, მაგრამ მათ საქმეს ასე სჭირდება, საჭიროა რაღაც დიდი...


ქართული სახელმწიფო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციურ მდგრადობას ვერ შეარყევს გადატრიალებისთვის დაწყებული ეს საშიში თამაში, მაგრამ ყველა პირი, ვინც ჩართულია ამ პროცესებში კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და ძალიან მკაცრად უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ რადგან ის რაც ხდება დიდი ხანია გასცდა პროტესტის სამართლებრივ მნიშვნელობას და არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.


სახელმწიფო იცავს მშვიდობას! მეორე მხარეს უნდა ომი! სახელმწიფო იცავს უსაფრთხოებას! მეორე მხარეს უნდა მსხვერპლი!


დროული რეაგირებით უნდა აღიკვეთოს დესტრუქციულთა მიზანი მათ მზაკვრულ მიზნებს ევროპელობის მოთხოვნით შესწირონ მსხვერპლი!“, - წერს მეგრელიშვილი.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031