გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოზე: მე მგონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უზით „ფეისბუქის“ მართვის პულტთან და ადმინად. თამაში ხომ არ არის - საელჩოა!

3-12-2024

მე მგონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უზით „ფეისბუქის“ მართვის პულტთან და „ფეისბუქის“ ადმინად, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს სოციალურ მიერ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“.


„თამაში ხომ არ არის - საელჩოა! რა გამწარდა ასეთი ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მინავლებულ პროცესში, რომ ახლა უნდა დაგვარტყას განსაკუთრებულად. სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიჩერეს, რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ კიდევ კარგი, ხალხი ამას ყურადღებას არ აქცევს, რადგან ხვდებიან, რომ ეს არის მოქნეული, გაბოროტებული კუდი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება. „ყველაფერი გასაგებია“, - წერს საელჩო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031